15:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 19:17:55, 1620 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე ლუკაშენკო: ძალიან მინდა, საქართველოში სიმშვიდე იყოს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბელარუსის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით, ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

მან ისაუბრა  საქართველო-ბელარუსს შორის  დღეს  გაფორმებულ  ხელშეკრულებებზე,  რომლითაც,  მისივე შეფასებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავა. ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი მზადაა, საქართველოს საჭიროების შემთხვევაში, ბევრი მიმართულებით დახმარება გაუწიოს:

“ მადლობას გიხდით ასეთ გულთბილი მიღებისათვის. ეს არის რა თქმა უნდა ქართველი ხალხის სისხლში, ამით განსხვავდებით თქვენ სხვებისაგან, ბელორუსებიც ასე არიან. ჩვენი ვიზიტების მანძილზე ჩვენ თანმშრომბლობაში დიდი ნაბიჯები და წინსვლა განვიცდეთ. მიდის ორმხრივი დიალოგი ქვეყნებს შორის. მე ძალიან ვაფასებ ასეთ ჯანსაღ ატმოსფეროს, თქვენს გულღიობას, თქვენ გახნილი ხართ და გულღიად საუბრობთ ჩვენი ურთიერთობების შესახებ. ზუსტად ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკება. შეხვედრის დროს  სავაჭრო ურთიერთობებს შევეხეთ. შარშანდელ წელთან შედარებით, ვითარდება ჩვენს შორის ტვირთბრუნვა. 2-3 წლის გნმავლობაში ჩენ უკვე მივაღწიეთ განვითარების მაღალ დონეს, ეს არის მზარდი ტემპი და ვიმედოვნებ, მალე ჩვენ უკვე გადავლახავთ ზღურბლს, რადგან ჩვენ გვაქვს ყველა წანამძღვრები განვითრებისათვის, დღეს ხელმოწერილი არის ძალიან ბევრი ხელშეკრულება, ბევრი მემორანდუმი ჩვენი ურთიერთობის განსავითარებლად. მაგალითად მანქანათმშენებლობაში პროექტები, ორივე ქვეყნისათვის მომგებიანია, ამიტომაც ვავითარებთ ამ მხრივ კოოპერაციას საქართველოსთან. ბელორუსს შეუძლია მოგაწოდოთ ავტობუსები, ელექტროავტობუსები, სპეციალური ტექნიკა, სახანძრო ტექნიკა, თბილისში ფუნქციონირებს პირველი ერთობლივი საწარმო, რომელიც აწყობს ლიფტებს და სხვა ამწე ინსტრუმენტებს. აგრეთვე ეროვნულ ტრაქტორებსაც გამოუშვებს საქართველო, ფარმაცევტიკაში მიდის ჩვენი განვითრება, მსუბუქ მრეწველობაში, ამ მთელ პროექტებს აქვეს უდიდესი პერსპექტივა იმიტომ, რომ ეს ინტეგრაციული პროექტები კარს უხსნის ამ ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას,  ჩვენ უნდა შევისწავლოთ, ერთად ვივაჭროთ, ეს არის უდიდესი პოტენციალი, ტვირთბრუნვა, სამუშაო ადგილები, კომპენტენცია, ადამიანების ცოდნა და ამ მიმართულებით ვიმოძრავებთ, მოგეხმარებით სოფლის მეურნეობის სექტორში, კვების პროდუქციის სექტორში, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა არ შემოიფარგლება მარტო ეკონომიკური ურთიერთობებით, შეგვიძლია გაგიზიაროთ მაგალითად, როგორ მოემაზადოთ განსაკუთრებული სიტუაციებისათვის, როდესაც სამწუხაროდ ხანძარი მძვინვარებდა საქართველოს ნაწილში  მე მომმართა საქართველოს მხარემ და ბელორუსის მხარე დაეხმარა საქართველოს.  ჩვენი ადამიანები ჩამოვიდნენ აქ, როგორც საკუთარ სახლში, რათა მხარი დაეჭირათ თქვენთვის და დაგხმარებოდნენ ლიკვიდაციაში ამ სტიქიური უბედურების. სამედიცინო ცენტრები, პროფილური სხვადასხვა დაწესებულებები, ბელორუსული სპეციალისტები მოახდენენ რეალიზაციას თავისი ცოდნის სამედიცინო დარგში, პირველ რიგში ორგანოების ტრანსპლანტაცია, განსაკუთრებით ღვიძლის, აქ არიან უკვე ჩვენი მთავარი ტრასპლანტოლოგები და პრეზენტაცია მოახდინეს თავისი სამუშაო პროგრამის,  არის უდიდესი ცოდნა,  რომელსაც ბელორუსის მხარე თქვენ გაგიზიარებთ.ჩვენ წარმატებული ექიმები გვყავს და ამ ტექნოლოგიებს გაგიზიარებთ. ასევე ჩვენს ერებს შორის კულტურული კავშირებია. ჩვენ თბილისობაზეც ჩამოვდივართ, ეს უკვე ტრადიციაა ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ქართულ-ბელარუსულ ურთიერთობებს, როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, აქ არ არსებობს დახურული თემები, ეს არის გულწრფელი ურთიერთობა. მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტს ასეთი დატვირთული სამუშაოსთვის, მზად არის მაქსიმალურად გამოიყენოს ჩვენი ქვეყნების პოტენციალი გასავითარებლად. ჩვენ თუ შევთანხმდით, აუცილებლად შეთანხმებულს განვახორციელებთ. არ ვუღალატებთ ჩვენს სიტყვას, თუ გჭირდებათ ჩვენი დახმარება, აუცილებლად აქ საქართველოში მოვახდენთ რეალიზაციას თქვენი საჭიროებების, პროექტების, დაგეხმარებით ყველანაირად , თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ 2000 კილომეტრია სხვაობა მინსკსა და თბილსს შორის, ეს არ არის დიდი ანძილი, უნდა იცოდეთ,  რომ ჩვენ ვცხოვრობთ ერთ სახლში, ერთ ბინაში, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ, ევროპის ცენტრში გაქვთ მყარი ბაზა, სადაც შეგიძლიათ არა მხოლოდ იურთიერთოთ, არამედ ივაჭროთ, მზად ვართ ასეთი თანამშორმლობისათვის, არასდროს გვიღალატია თქვენთვის, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა საქართველოსთან სათანამშრომლოდ, მე ყოვეთვის მხარს დავუჭერ ყველა ორმხრივ პროექტს, რათა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობა. მე, როგორც ადამიანი, მეთაური, ჩემი ქვეყნის, ძალიან მინდა, რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე, ქართველმა ხალხმა კარგად იცხოვროს იმიტომ, რომ ღირსია ასეთი პატივისცემის, ეს არის ძალიან ძველი ქართველი ერი, რომელმაც გააკეთა ძალიან დადებითი, ჩვენ ყოველთვის გვეხსომება ამის შესახებ და ყოველთვის მზად ვართ,   გაგიწოდოთ დახმარების და მეგობრობის ხელი”,-განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics