15:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 19:50:25, 1770 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული უკანონო ქმედებების განხორციელებას

საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით მიღწეული პროგრესი, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრთა შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. 

როგორც “ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრების მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითად და წარმატებულად შეფასდა. 

მიღწეულ პროგრესში პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

„აღინიშნა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი, მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე.

შეხვედრისას ითქვა, რომ 2019 წლის მაისიდან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო იქნება, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული უკანონო ქმედებების განხორციელებას, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო შეფასება უნდა მიეცეს.

დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირეს.

ცნობისთვის, დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი თბილისში კრისტიან ურსე არიან, ჯგუფის თავმჯდომარე, ლიტველი ლაიმა იურევიჩინი ხელმძღვანელობდა. 

ვიზიტის მიზანი ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შეფასება და გეგმით გათვალისწინებული პროექტებისათვის დამატებითი დაფინანსების მოძიება იყო. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში ირაკლი გივიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics