|
2019-03-26 14:26:41, 1489 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ISFED-ისგან უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ
„ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან" უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშზე განაცხადა. ISFED-ი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორ ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. „ვერ გეტყვით აქვს თუ არა რაიმე საფუძველი ასეთი განცხადების გაკეთებას, მაშინ შესაბამისი საფუძველი უნდა იყოს წარმოდგენილი. ჰაერში არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. ჩვენ ამ ორგანიზაციიდან მიჩვეული ვართ უსაფუძვლო განცხადებებს ID ბარათებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ განცხადებებს", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)