20:46 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 19:55:02, 243 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბადრი ჯაფარიძე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერია, პოლიტიკურად გაუქმდება, მაშინ როცა სარჩელს ხელს აწერენ ადამიანები, რომლებსაც ის კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აკრძალვის მოთხოვნის დაკმაყოფილება "კომუნისტური რევანში" იქნება და საბჭოთა მემკვიდრეობას ეროვნული მოძრაობის დამარცხების შესაძლებლობას მისცემს.

"არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ კატასტროფას, რომლის წინაშეც დღეს საქართველო რამდენიმე ადამიანმა დააყენა, მათ შორის ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმაც. დარბაზში დღეს ბატონი ბადრი არ არის, მაგრამ აუცილებლად მინდა ვთქვა, დღეს ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ითხოვს საქართველოს პარლამენტის 80 დეპუტატი, მარტივად რომ ვთქვათ, გაუქმდება, როგორც პოლიტიკოსი, ბადრი ჯაფარიძე. ეს ის კაცია, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოწერა. სამაგიეროდ, ისინი, ვინც კანონიერი ხელისუფლება გადააგდო იარაღით აი, ამ სარჩელს აწერს ხელს.

მე არ გადავალ სახელებზე და გვარებზე აბსოლუტურად შეგნებულად, არც ოჯახის წევრებს წევრებამდე ჩავყვები, მაგრამ ეს ასეა. აი, ასეთი შებრუნებული, გამრუდებული რეალობა გვაქვს.

...საბჭოთა მემკვიდრეობა დღეს, თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას. 31 წლის შემდეგ შედგება კომუნისტური რევანში ამ ქვეყანაში, რისი იმედიც მაქვს, რომ არ იქნება დაშვებული სასამართლოს მიერ", — განაცხადა გვარამიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics