19:57 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 19:05:20, 251 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დღეს, 28 ოქტომბერს, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების შესახებ და თქვა: "ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი, ნათია თურნავამ უპასუხა:

"ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, რომ გაჩნდა ეს კითხვები და ეჭვები. ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტალური მოკვლევა ჩავატარეთ. მაგრამ ნამდვილად ასე არის ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. თუმცა ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.

ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე, ასე ვთქვათ, აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა და, როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს ასევე მის განცხადებას გადადგომის შესახებ", - თქვა ნათია თურნავამ.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics