21:03 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 20:09:58, 247 ნახვა

ევროპის ამბები
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა

ესპანეთის პროვინცია ტოლედოს ორ ჩქაროსნულ მატარებელს შორის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 64-მდე გაიზარდა, იუწყება El Pais.

კიდევ 58 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, რომელთაგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ხელისუფლება არ გამორიცხავს მეტი მსხვერპლის შესაძლებლობას.

ავარია ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, დილით, ურდას სადგურთან ახლოს მოხდა. ესპანეთის მთავრობის წყაროების ცნობით, შეჯახება შესაძლოა ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია: Renfe AVE-ს ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგზე გაჩერებულ Iryo-ს მატარებელს შეეჯახა.

ორი მატარებელი 540-ზე მეტ ადამიანს გადაჰყავდა. Iryo-მ განაცხადა, რომ მის მატარებელს უკნიდან Renfe 103-ის მატარებელი დაეჯახა. გადამზიდავმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულებს და მათ ოჯახებს, გამოაცხადა საგანგებო რეაგირების პროტოკოლების ამოქმედების შესახებ და დაჰპირდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ავარიის მიზეზის დასადგენად.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ავარიის ადგილის მონახულებას გეგმავს. ტოლედოში გარდაცვლილთა მისაღებად მორგს ამზადებენ. მადრიდსა და ანდალუსიას შორის მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია, მადრიდსა და სევილიაში, ატოჩას სადგურზე მგზავრების ნათესავების დახმარების ცენტრები გაიხსნა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics