20:20 - 28 Oct, 2026
|
2019-03-23 12:47:37, 1788 ნახვა
კომენტარი
კონსტანტინიდი: გაერო-ს საბჭოზე აღინიშნა, რომ კვარაცხელიას გარდაცვალება რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შედეგია
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე აღინიშნა, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგს წარმოადგენს. კონსტანტინიდის თქმით, საბჭოზე განაცხადეს, რომ ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირებას მოითხოვს, „საბჭოს გენერალურ დებატებზე მნიშვნელოვანი იყო ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხის დაყენება დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვას და ესტონეთის მხრიდან. აღინიშნა, რომ კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგს და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირებას", - განაცხადა კონსტანტინიდმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)