07:19 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 18:57:25, 1524 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - შსს-ს რეფორმები ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც სახელმწიფოს აქვს

დღეს, პარლამენტში პირველად გაიმართა პრემიერის ინტერპელაციის წესით მოსმენა. საკითხი ქვეყანაში კრიმინალის ზრდის გამომწვევ მიზეზებს ეხებოდა.

პრემიერის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა მას კითხვით მიმართეს და ასევე, სიტყვით გამოსვლის საშუალებაც ჰქონდათ. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გამოწვევების საპასუხოდ შსს-ში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება.

”ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს რეფორმებს, რომელიც ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ყველა სახელმწიფოს აქვს. ყველა ქვეყანას აქვს კრიმინალთან ბრძოლის გამოწვევა და რა თქმა უნდა, ეს აქვს საქართველოსაც. მნიშვნელოვანია რას აკეთებს მთავრობა ამ პრობლემის გადაჭრისთვის: ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ეს არის ადამიანის უფლებების რეფორმა, რომელიც არასოდეს ყოფილა თქვენი ხელისუფლების პირობებში პრიორიტეტად. ეს არის პრევენციული მიმართულებები, მართლწესრიგის ოფიცრები, ვიდეომონიტორინგის ახალი სისტემა, საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც ზუსტად მიზეზებზე არის სწორება და სადაც არის კრიმინალური სამყარო, ზუსტად არის ჩადებული ის, რომ კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლას ვეხებით. სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ტარდება სამინისტროში ეს არის: ტექნოლოგიური გადაიარაღება, ოპერატიული მართვის გაუმჯობესება, თუ საგამოძიებო რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

რა კეთდება პროკურატურის მიმართულებით-პროკურატურის მიდგომა, დამოუკიდებლობის გაძლიერება, საკადრო განახლება-ეს არის კომპლექსური მიდგომა, იმიტომ, რომ ერთი სამინისტრო, ერთი უწყება დანაშაულს, რა თქმა უნდა, ვერ დაამარცხებს.  რა კეთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ - ნახეთ ბრძოლა ტერორიზმთან, იმ რისკებთან რაც საქართველოს აქვს რეგიონში და თუნდაც სასჯელაღსრულების სისტემა. თქვენ გუშინ საუბრობდით ამაზე ხმამაღლა, მე მგონი თქვენ გგონიათ, რომ ყველას დაავიწყდა თქვენი სასჯელაღსრულების სისტემა. არავის დავიწყებია. არც მე ვაპირებ დღეს შეგახსენოთ, უბრალოდ უნდ გითხრათ, რომ ესეც დანაშაულთან ბრძოლის ნაწილია და აქაც რეფორმებია გატარებული და დღეს არის გამოსწორებაზე და რესოციალიზაციაზე მიმართული მთელი სისტემა. თქვენი რეცეპტი რა იყო - ტერორით და ძალადობით დანაშაულის დამარცხების მცდელობა. დღეს თუ მაინც იცით, ასე შესაძლებელია დანაშაულის დამარცხება?! რა თქმა უნდა, არ არის. იმიტომ რომ სისტემა, რომელიც იყო შექმნილი, წარმოშობდა კიდევ უფრო მეტ დამნაშავეს, უსამართლობით გაბრაზებულ ადამიანებს. ისინი ვერ იგებდნენ სასამართლომ, რომ მიუსაჯა, მერე სახელმწიფო რატომ სცემდა ციხეებში და ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებაში არიან დღეს და ისინი არიან ტრავმირებულები. ამან გამოიღო უკუეფექტი და არავითარი დანაშაულის ბრძოლა და მისი დამარცხება ჩვენ აქედან არ გვქონდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics