|
2019-03-22 14:34:20, 1473 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი პრემიერს: როდესაც სადღეგრძელოებით გვესაუბრებით, რომ კრიმინალის ზრდა მეთოდიკამ გამოიწვია, ამით ადამიანებს დასცინით
"როდესაც თქვენ აქ სადღეგრძელოებით გვესაუბრებით და გვეუბნებით, რომ თურმე კრიმინალის ზრდა მეთოდიკამ გამოიწვია, თქვენ პირდაპირ დასცინით ადამიანებს", - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პალამენტის პლენარულ სხდომაზე. ნადირავილის მტკიცებით, პრემიერმა თავის გამოსვლაში მხოლოდ იმ კრიმინალურ ფაქტებზე ისაუბრა, რაც მედია საშუალებებით გაშუქდა. დეპუტატის შეფასებით, მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ ქვეყანაში კრიმინალის ზრდასთან დაკავშრებით პრობლემა არ არსებობს, სიცრუე. „სამწუხარო ის არის, რომ კრიმინალთან ბრძოლის ნება არ არსებობს. როდესაც შს მინისტრი, სავარაუდოდ შეიძლება თვითონ იყოს ჩარეული ძალადობაში და შანტაჟში, რაზეც განგვიცხადა ბატონმა ხაზარაძემ, ცხადია, რომ პოლიტიკური ნება კრიმინალთან ბრძოლის საერთოდ არ არის“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)