07:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 13:22:55, 1508 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - მზად ვარ, მოვისმინო შენიშვნები და წინადადებები, თუ ეს ნაკარნახევია ობიექტური კრიტერიუმებით

„კარგად მესმის ოპოზიციის მნიშვნელობა, ამიტომ მზად ვარ, მოვისმინო შენიშვნები და წინადადებები, თუ  ეს ნაკარნახევია საქმის გულშემატკივრობით და ობიექტური კრიტერიუმებით“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ინტერპელაციის ფორმატის დანერგვა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობა პარლამენტსა და მთავრობას შორის მნიშვნელოვანი პროგრესია.

„დღეს პირველად ვხვდებით ინტერპელაციის ფორმატში, რაც სრულიად ახალი  პლატფორმაა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობაში. დიახ, ამ ფორმატის შემოღება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, მეტიც, ჩვენ ეს კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ. პირველ რიგში, ეს არის  პატივისცემის გამოხატულება ჩვენი საზოგადებისადმი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, ყოველთვის წარვდგეთ სქართველოს პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. პარლამენტსა და მთავრობას შორის ასეთი თანამშრომლობა ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრესია. მთელი ჩვენი გუნდი, მთავრობის ყველა წევრი პასუხობს პარლამენტის მიერ დასმულ შეკითხვებს და ბოლო სამი დღე ამის ძალიან კარგი მაგალითია.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ საკითხს. პირველ რიგში, ვიდრე შევაფასებთ ან დასკვნებს გამოვიტანთ, ჯერ საკითხის არსში უნდა გავერკვეთ.  იმისათვის, რომ პასუხი გავცე თქვენს შეკითხვას, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რეალურად გაუარესდა თუ არა კრიმინოგენური ვითარება საქართველოში და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი. ასევე უნდა დავაზუსტოთ ინტერპელაციაში მონაწილე მხარეების პოლიტიკური ინტერესებიც.

თქვენი კითხვის ფორმულირებაში იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ჩემი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ ადგილი აქვს მცდელობას საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, რომ თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად. 

გასაგებია, რომ ჩვენ შორის არსებობს ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურიც არის სხვაგვარად ვერც იქნება. ძალიან ბევრ საკითხზე ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. მე კარგად მესმის ოპოზიციის მნიშვნელობა, ვაფასებ და ამიტომ მზად ვარ, მოვისმინო ობიექტური შენიშვნები და წინადადებები, თუ  ეს ნაკარნახევია საქმის გულშემატკივრობით და ობიექტური კრიტერიუმებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics