|
2019-03-21 19:17:22, 1753 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - „ოცნება“ მეშვიდე წელია მხოლოდ ოპონენტების წინააღმდეგ სიძულვილით საზრდოობს
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის შემდეგ მხოლოდ ოპონენტების სიძულვილი აძლევს ენთუზიაზმს. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტის განუცხადა, „ქართული ოცნების“ მმართველობა მშვიდობიანად და არჩევნების გზით უნდა დასრულდეს. „ადამიანები, რომლებიც აირჩიეს, იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდნენ, საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაიცვან, დღემდე, ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელს, არსებობენ და საზრდოობენ ოპონენტების წინააღმდეგ სიძულვილით. ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის შემდეგ, მხოლოდ ეს აძლევთ ენთუზიაზმს. „ქართული ოცნების“ მხარეს დარბაზიც გამოცოცხლდა, იქამდე ტრაგიკული სახეებით ისხდნენ. ამ ხალხს „გასახარებელი“ სხვა არაფერი არ აქვთ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს ძალიან მძიმე სურათია. არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც მხოლოდ ოპონენტების სიძულვილით საზრდოობს, თან ასეთი საოცარი ფორმით, რასაც ქალბატონი წულუკიანი აკეთებს, არის მისი პერსონალური ტრაგედია. ქვეყნისთვის კი უბედურებაა , რომ ეს ხალხი დღემდე ხელისუფლებაშია და ამიტომ მათი მმართველობა მშვიდობიანად და არჩევნების გზით უნდა დავასრულოთ“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)