05:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 16:16:42, 1504 ნახვა

კომენტარი
კახიანი: რეგლამენტის თანახმად, პრემიერი უპასუხებს იმ კონკრეტულ კითხვას, რომელიც მისთვის ინტერპელაციის გზით იყო დასმული

"პირველი შემთხვევაა, როდესაც  ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე და ისაუბრებს ინტერპელაციის გზით დასმულ კითხვაზე" - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა. 

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ინტერპელაციის ავტორი არის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა " და კითხვა ეხება ქვეყანაში  კრიმინოგენულ ვითარებას. 

„პროცედურა არის შემდეგი : თავდაპირველად კითხვის ავტორი წარდგება პარლამენტის წინაშე ათ წუთიანი გამოსვლით და განმარტავს  კითხვის არსს, თუ რატომ დაისვა კითხვა, წარმოაჩენს მის ხედვას კრიმინოგენულ ვითარებაზე. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე და უპასუხებს იმ კონკრეტულ კითხვას , რომელიც მისთვის ინტერპელაციის გზით იყო დასმული. ინტერპელაციის მექანიზმი , განსხვავებით სხვა პროცედურებისგან არ ითვალისწინებს იმ წესს, როდესაც პარლამენტის ყველა წევრს შეუძლია  კითხვა დაუსვან მთავრობის წარმომადგენელს . ინტერპელაცია ითვალისწინებს მხოლოდ იმას,რომ მხოლოდ კითხვის ავტორს ექნება შესაძლებლობა პრემიერის გამოსვლის შემდგომ სამი წუთის განმავლობაში დააზუსტოს მისივე კითხვა,რომელი კითხვაც ინტერპელაციით ჰქონდა დასმული.  ამის შემდეგ, ბუნებრივია, დამაზუსტებელ კითხვას,რომელიც შეიძლება არსებობდეს ამ პროცედურის განმავლობაში ,გასცემს პასუხს და უკვე ამის შემდეგ დაიწყება პოლიტიკური დებატები . თუმცა დებატებამდე შესაძლებელია გამოცხადდეს შესვენება. დებატები წარიმართება შემდეგი წესით : თავდაპირველად პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ექნებათ 5 წუთიანი გამოსვლების შესაძლებლობა. ამის შემდეგ, ,შემდგომ 15 წუთი მიეცემათ ფრაქციებს, შემდეგ კი 45 წუთი უმრავლესობას. მას შემდეგ ,რაც დებატების პროცესი დასრულდება, პრემიერ-მინისტრს ეძლევა შესაძლებლობა პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართოს" - განმარტავს გიორგი კახიანი.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics