|
2019-03-19 19:51:30, 1549 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - კვაჭანტირაძემ კარგად იცის იმ კომიტეტის უსაქმურობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა
„ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ასეთ თანამდებობაზე უნდა გქონდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კვაჭანტირაძე მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა. „ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, საქმიანობა არა, უფრო უსაქმურობა და თან ეს კარგა ხანს გრძელდება. ამ კომიტეტის სრული გაჩერება ემთხვევა პერიოდს, რაზეც ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია. ზვიადმა გადაწყვიტა, საერთოდ არ იმუშაოს, განათლებული კაცია და ხმამაღალი განცხადებები არ შეეშლება. იყო მის მიმართ მოთხოვნები და გაზრდილი იყო მომართვები ჩვენი დიასპორის, რომლებიც მეტ აქტიურობას ითხოვდნენ ჩვენგან და მთავრობისგანაც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, დღეს, პლენარულ სხდომაზე, მმართველმა გუნმდა ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების საკითხი დააყენა, თუმცა ვერ შეძლო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი, სულ მცირე 76 ხმაა საჭირო.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)