05:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 15:43:04, 1617 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე უმრავლესობას: ზონდერმოსამართლეები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი „გააპრავეს“, თქვენს ხელში „კაი ბიჭებად“ იქცნენ

„ის ზონდერმოსამართლეები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი „გააპრავეს“, დღეს იქცნენ „კაი ბიჭებად“ თქვენს ხელში“, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის წარმომადგენლებს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი კანონპროექტით საზოგადოებას უპირისპრდება და მათ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების იმედს ართმევს.

„მე გამოვდივარ იმ მოცემულობიდან, რომელიც დღეს არის შექმნილი საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, მიმაჩნია, რომ ეს კანონი უბრალოდ გზას და ხელებს გაუხსნის ჩინჩალაძეს და მის სიას. ამაში მეტი არაფერი არ იქნება. ეს იქნება კანონი, რომელიც წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს. იმედს წაართმევს საზოგადოებას იმისას, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს. მოდით, ამ კუთხიდან გამოდით, ნუ ვიქნებით კანონის მშრალი წაკითხვის ოსტატები. ის ზონდერმოსამართლეები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი „გააპრავეს“, დღეს იქცნენ „კაი ბიჭებად“ თქვენს ხელში. მოდით რაღაც სამართიანობა დავამყაროთ ამ ქვეყანაში. არ შეიძლება ასე, ცუდს აკეთებედნენ და პასუხი უნდა აგონ. დღეს იუსტიციის საბჭოსთვის ასეთი კანონის შეთავაზება არის მწვანე შუქის გახსნა ამ ქვეყნის დაქცევისაკენ. უზენაესი სასამართლო გადაიქცევა ყველაფრის მკადრებელი მოსამართლეების მართვად ორგანოდ, ამის მერე რომელ კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ ორგანოებზე ვლაპარაკობთ?! თუ ჩვენ სიმართლე და სამართლიანობა გვინდა ჩვენი ხალხისთვის, ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ დავივიწყოთ ეს კანონი, ვაღიაროთ რომ ეს არასწორია და უნდა შევთანხმდეთ ელემენტარულ რაღაცაზე, რომ ჩვენ გვჭირდება კარგი და ღირსეული კანდიდატები პარლამენტში. ამის მერე მიეცემათ პარლამენტის წევრებს მორალური და ზნეობრივი არჩევანის გაკეთების საშუალება. თუ ამ უფლებას წავართმევთ პარლამენტის წევრებს, მერე რა მოხდება და რა მესიჯები წამოვა არ ვიცი და არც მინდა მაგაზე საუბარი. ნუ დაუპირისპირდებით ქართველ ხალხს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics