|
2019-03-15 19:36:18, 1722 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ჩატარებული საპოლიციო მოქმედებებით ჩანს, რომ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან შსს უკომპრომისოა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შსს-ს მიერ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, შსს-სთვის დაფინანსების გაზრდა სწორი ნაბიჯი იყო. „ჩატარებული საპოლიციო მოქმედებებით ჩანს, რომ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისოა. დაფინანსების გაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო სწორი ნაბიჯი და მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტში, ეს შედეგები იქნება გათვალისწინებული. რეფორმები, რომელსაც მინისტრი გახარია და სამინისტროს გუნდი ახორციელებს, როგორც დანაშაულზე რეაგირების, ისე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, არის პროგრესული“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები - მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა. ასევე, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 11 კილოგრამამდე „ჰეროინი", 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი", 800 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1300 აბზე მეტი „ექსტაზი“, 4 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 318 პირი მისცეს.
(NS)
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)