04:04 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 22:19:08, 1466 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონო პატიმრობის დროს გარდაიცვალა

„ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა უკანონო პატიმრობის დროს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ექსპერტიზის შემდეგ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

„გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით მე ვერაფერს ვერც დავაზუსტებ და ვერც უარვყოფ. ჩვენ არ გვაქვს რომელიმე თვითმხილველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც სარწმუნო წყარო იქნებოდა იმისთვის, რათა გვემტკიცებინა, რომ ადგილი ჰქონდა სხვა ტიპის ძალადობას. ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. საუბედუროდ, ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა უკანონო პატიმრობის დროს. ფაქტი შემზარავია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცხედრის გადმოცემა ოპერატიულად მოხერხდა, რადგან ჩვენთვის ობიექტური გარემოებების დადგენა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გალში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 10 მარტს დააკავეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კვარაცხელიასა და ე.წ. მესაზღვრეებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურს, ისინი ირწმუნებიან, რომ კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო.

"ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე სამედიცინო პერსონალი გამოიძახეს, თუმცა კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მომხდარის გარემოებების გამოძიებას კი რუსეთის შესაბამისი უწყებები ახორციელებენ", - ნათქვამია დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics