|
2018-10-26 15:50:58, 2180 ნახვა
კომენტარი
კალაძე - „ოცნება“ არასდროს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ მმართველობიდან დაამახსოვრდა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და ყველა აქტუალური საკითხი განმარტა, რაც საზოგადოებას აინტერესებს. მანვე დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, როგორიც საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან „მინდა გამოვეხმაურო პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ჟურნალისტებთან, რომელიც დღეს გაიმართა. მან დღეს ჟურნალისტების წინაშე ამომწურავად განმარტა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, მათ შორის ის საკითხები, რომელთა გამოყენებასაც პარტიული ტელევიზია - „რუსთავი 2“ საარჩევნოდ ნეგატიური ფონის შესაქმნელად იყენებდა. ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და ღირებულებები და ეს არის გარანტია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)