10:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 13:29:29, 2414 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი სავარაუდოდ სააკაშვილი-ალასანიას ჩანაწერზე: მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია, მის ლიკვიდაციაზე საუბრობდნენ.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისი ლიკვიდაცია, „რაზეც ნოკა გვარამია ოცნებობს“, იოლი არ არის.

„იმ ჩანაწერების მე არ მჯერა, სანამ ავთენტურობა არ დადგინდება, რაც გუშინ გამოვიდა და რაზეც საუბრობდნენ პრეზიდენტი და მისი ბიძა, თუმცა არაფერი არ მიკვირს. ესენი ამაზე არიან წამსვლელი, ეს ეჭვს არ იწვევს, მაგრამ უკაცრავად და საზოგადოებას ვეტყვი, მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ. ესე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია, რაზეც გვარამია ოცნებობს. მაგათ მაშინ ჰქონათ ძალა, მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, მთელი სახელმწიფო ბერკეტი და ინსტრუმენტები, მთელი პოლიცია, მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს, მაშინ აუპატიურებდნენ, მაშინ კლავდნენ. ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ. არც იფიქროთ, წამსვლელები არიან, მაგრამ თუ ვინმეს რამის შიში გაქვთ, არაფრის შიში არ გქონდეთ. საკუთარი შარვლიდან ხტებიან ეს საცოდავი, ეს პატარა კაცები, კარგად თქვა კობახიძემ, სუსტი კაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს, მაღალია სააკაშვილი, მაგრამ პატარა კაცია. მე მაინც მოთმინებას გთხოვთ. ესენი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, გვარამიაც, კვესიტაძეც. მათ უნდა მოვექცეთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას  სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics