08:50 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 15:02:12, 1510 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილის შვილი: დრო მოვიდა, დაგითმოთ ძვირფასი დედა

„დრო მოვიდა ჩვენთვის, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა. პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას“, - ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა თემურ გორჯესტანმა სპორტის სასახლეში შეკრებილ ამომრჩეველს.

„ის, რაც მიმდინარეობდა ამ კამპანიაში დედის მიმართ, ქალის მიმართ, გარდაცვლილი ბებიის მიმართ, სრულიად მიუღებელია. ეს შეურაცხყოფა იყო სრულიად არაქართული. მე შეიძლება შეცდომას ვუშვებ ქართულ ენაში, მაგრამ ქართველობას არასოდეს დავარღვევ. ჩვენი ოჯახის მიერ საქართველოს დაცვა ნიშნავდა მოვალეობას, ეს იყო ვალდებულება ბაბუაჩემის, როცა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე. მა სურდა დარჩენილიყო ქართველად. ასე დაიბადა და ქართველ ლტოლვილად გარდაიცვალა. ეს ახლა დედაჩემის მოვალეობაა. როდესაც დედაჩემმა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა, 2006 წელს, მთელი ოჯახი ვეხვეწებოდით, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, ეს იმის გამო, რომ მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა. იმიტომ რომ გვეშინოდა, რადგან საქართველოში პოლიტიკა იყო საშიში. ამ თხოვნაზე დედაჩვენმა ერთი პასუხი გაგვცა - რომ ბრძოლა იყო მისი ვალდებულება და პარიზში ჩამოსვლა იქნებოდა სამშობლოს მიტოვება. ჩვენი ემგირაციის ხედი იყოს ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში.  სალომე ზურაბიშვილის არჩევა უნდა იყოს ხიდი თბილისიდან პარიზამდე და თბილისიდან ლონდონამდე, თბილისიდან ბრიუსელამდე. ჩვენ, როგორც დაბადებულები საფრანგეთსა და ამერიკაში ვვოცნებობთ იმაზე, რომ ევროპული და დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში. ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფლება, დამშვიდებული პოლიტიკური შეჯიბრება არის მნიშვნელოვანი. დრო მოვიდა ჩვენთვის, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა. პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილის შვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics