|
2018-10-25 12:40:59, 1279 ნახვა
კომენტარი
ზვიად აბაშიძე: პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, მესამე კანდიდატის მიმართ კითხვების დასმით იყო დაკავებული
ანალიტიკოს ზვიად აბაშიძის აზრით, გუშინდელი დებატები ამომრჩევლის განწყობებს ვერ შეცვლის, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატებს საზოგადოებისთვის რაიმე სიახლე არ შეუთავაზებიათ. აბაშიძის თქმით, ამ დებატებით გაუგებარი დარჩა რა განსხვავებაა ორი კანდიდატის, ვაშაძისა და ბაქრაძის პროგრამებსა და შეხედულებებს შორის. მით უფრო, რომ ორივე მათგანი მთელი დებატების მანძილზე მხოლოდ ზურაბიშვილისადმი კითხვების დასმით იყო დაკავებული და ერთმანეთის მიმართ შეკითხვები არ გასჩენიათ. რაც შეეხება ცალკეულ კანდიდატებს, ზვიად აბაშიძის აზრით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი თავი უფრო ფართო სპექტრის რეფორმატორად წარმოაჩინა, რომელიც სამომავლოდ, არა მარტო ზოგადი სამართლიანობის მებაირახტე იქნება, არამედ დიდ როლს შეასრულების სოციალური საკითხების გარკვეული ნაწილის რეფორმიების საკითხში. „ვაშაძე აშკარად გადის ახალი პრეზიდენტის კომპეტენციებიდან, რადგან ახალი კონსტიტუციით მას არავითარი საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს. ამასთან, განაცხადი იმის შესახებ, რომ ის შეიწყალებს წინა მთავრობის წარმომადგენლებს და ხელს შეუწყობს მიხეილ სააკავშილის საქართველოში დაბრუნებას, მისი მთავარი სათქმელია და სოციალური საკითხები ზოგადი პოპულარობისთვის სჭირდება“, - განაცხადა ზვიად აბაშიძემ. ანალიტიკოსის შეფასებით, რთული იყო იმის განსაზღვრა რის თქმა სურდა დავით ბაქრაძეს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიმართ კითხვების დასმით იყო დაკავებული და ცდილობდა თავი ნეიტრალურ ფიგურად წარმოეჩინა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ზვიად აბაშიძის მოსაზრებით, სალომე ზურაბიშვილი დებატების მსვლელობისას, პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს აცნობიერებდა, ცდილობდა მისი კომპეტენციის გარეთ არ გასულიყო და მესიჯები გასაგები და კონკრეტული ყოფილიყო. „სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ მომავალი პრეზიდენტი უნდა ჩაჯდეს ახალ სამართლებრივ ჩარჩოებში, რომელიც მას არ აძლევს ფართო პოლიტიკური პროექტების და რეფორმების განხორციელების უფლებას. ზურაბიშვილის მესიჯები გასაგები და კონკრეტული იყო. მაგალითად, საზოგადოებრივ საჭიროებებზე მომუშავე საბჭოების შექმნა, უფრო მომთხოვნი დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოს მიმართ და მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ფენის ქომაგობა.“ - განაცხადა ზვიად აბაშიძემ. მისივე თქმით, ზურაბიშილის განცხადება, რომ პრეზიდენტი უფრო საზოგადობრივი წარმომადგენლობითი პირია, ვიდრე პოლიტიკურად პოლიტიკური, იმის დასტურია რომ ის, პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს აცნობიერებდა და ცდილობდა მისი კომპეტენციის გარეთ არ გასულიყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)