|
2018-10-25 11:54:38, 1452 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები გვესმის
„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი წარმომადგენლისგან გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამოქალაქო სექტორზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა და მათი რეკომენდაციები მნიშვნელოვანია. „თქვენ იცით, როგორ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენი პოლიტიკური გუნდი სამოქალაქო საზოგადოებასთან და აქაც მინდა კონკრეტული არგუმენტი მოგიყვანოთ. ჩვენ გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც გვაქვს ახალი ტალღა რეფორმების და თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმით, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები ამა თუ იმ რეფორმაზე? როგორ უნდა დავნერგოთ ის იმდაგვარად, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს საზოგადოების ინტერესებს? რომ იმაზე, რაც ჩვენ შეიძლება ვერ დავინახოთ, მოგვცენ რეკომენდაცია მაგრამ ამის საპასუხოდ რას ვხედავთ? ამის საპასუხოდ ჩვენ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი წარმომადგენლისგან გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამავე დროს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროცესი ამავე დროს არის ვფიქრობ, გარკვეული წინაპირობაც, რომ ჩვენ ინსტიტუტების მშენებლობაში ვიყოთ წარმატებული, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ასეთი კომუნიკაცია გადადის ხშირ შემთხვევაში ანგაჟირებულ განცხადებებში, ამის მოსმენა ნამდვილად არ არის კარგი და არ არის კარგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტურების კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა ბახტაძემ.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)