|
2018-10-25 11:30:00, 1265 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - შსს-ს დავალებული აქვს, უზრუნველყოს წესრიგი, რათა ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დავალებული მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი რათა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 28 ოქტომბერს თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იქნება. „საზოგადოების მოთხოვნა და სრუვილი, რომ გვქონოდა თავისუფალი ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, ვერ მოხერხდა ბოლომდე გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ. მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყო თანაბარი საარჩევნო გარემო და თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დავალებული მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი რათა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება“, - განაცხადა ბახტაძემ. მან ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, მოუწოდა, მაქსიმალურად აქტიურები იყვნენ. ამასთან, ბახტაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველოში დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდა პირადად სთხოვა. „მიუხედავად იმისა, რომ კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული ადმინისტრაციული რესურსის ამკრძალავი რეგულაციები, ჩემი ინიციატივით მთავრობამ მიიღო დადგენილება, რათა კიდევ ერთხელ გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენება. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროში მუშაობს უწყებათშორისი კომისია, რომელიც განიხილავს ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხს. ამავე დროს, მოვუწოდებ ყველას, დარღვევების არსებობის შემთხვევაში გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და შეიტანონ საჩივრები, რათა საარჩევნო ადმინსიტრაციას ჰქონდეს უფლება, განიხილოს და გამოავლინოს დამრღვევი პირები. დარწმუნებული ვარ, 28 ოქტომბერი საქართველოში იქნება დემოკრატიის გამარჯვების კიდევ ერთი დღე“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)