|
2018-10-25 11:10:56, 1140 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ქართველ ხალხს სჯერა, რომ აგვისტოს ომის დროს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჰააგის სასამართლოს ვიცეპრეზიდენტსა და განმწესრიგებელს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანი რობერტ ფრემრსა და პიტერ ლუისს ჰააგის სასამართლოსთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება. „ნება მომეცით, კიდევ ერთხელ განვაცხადო − საქართველოს, ქართველ ხალხს დიდი იმედი აქვს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის გამოძიებისა. ჩვენ ველით, რომ ქართველების წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები გამოუძიებელი არ დარჩება და სამართლიანობა გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი და ძლიერია დანაშაულის ჩამდენი მხარე", − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზადაა, ითანამშრომლოს სასამართლოსთან მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად და მართლმსაჯულების აღსადგენად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სხვადასხვა ორგანოსთან. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ რამდენიმე წლის წინ წამოყენებული თხოვნის შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, ჰააგის სასამართლოს მიერ მსჯავრდებული რამდენიმე პირი სასჯელს საქართველოს ციხეებშიც მოიხდის. მისი განცხადებით, პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ ამისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რეგიონული კონფერენცია თბილისში მიმდინარეობს. კონფერენციის საქართველოში ჩატარება საერთაშორისო სასამართლოს ინიციატივაა და მისი საფუძველი ჰააგის სასამართლოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის წარმატებული თანამშრომლობაა. როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. მათ შორის, გამოძიება შეეხება ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს. საქართველო სრულად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან, რათა დადგინდეს ქართველების წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილი დანაშაულები და დაკმაყოფილდეს დაზარალებულთა ინტერესები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)