|
2018-10-25 10:54:05, 1069 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - მე ვარ ევროპელი და მოვდივარ იმისთვის, რომ იყოს ახალი და დამშვიდებული საქართველო
„მე პატივს ვცემ ჩემს ამომრჩეველს და იმ საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, რომელიც ჩატარდა, გადავწყვიტე, მოვსულიყავი“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე გადაცემაში „დებატები 2018" განაცხადა. „მე პრინციპში დღეს აქ არ უნდა ვყოფილიყავი იქიდან გამომდინარე, რა ტიპის კამპანიაც ჩატარდა, მაგრამ რადგანაც მე პატივს ვცემ ჩემს ამომრჩეველს, გადავწყვიტე, რომ ამის მიუხედავად აქ ვყოფილიყავი. დღეს ტარდება პრეზიდენტის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის არჩევნები, ამიტომ ამომრჩევლის წინაშე წარდგენილი ვარ როგორც იმ ემიგრაციის შვილი, რომელმაც ერთი საუკუნის წინ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის გაგრძელება არის საბჭოთა პერიოდის დასრულება. მე ვარ ამავე დროს ევროპელი და მოვდივარ იმისთვის რომ იყოს ახალი და დამშვიდებული საქართველო", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)