|
2018-10-24 19:59:45, 1161 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ამ დისკუსიის წარმართვის დროს, ირღვეოდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, რაც სამწუხაროა
„ეს იყო პარტიის თავმჯდომარის გამოსვლა, სადაც საუბარი იყო იმ ვითარებაზე, რეალობაზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დისკუსიისას, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები ირღვეოდა, რაც ძალიან სამწუხაროა. „ძალიან ცუდია, რომ ამ ფორმით წარიმართა ეს დისკუსია, როგორითაც წარიმართა და ხედავდით თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი და რამდენად ირღვეოდა ეთიკის სტანდარტები, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, ამ დისკუსიის წარმართვის დროს, რაც არის ძალიან სამწუხარო. იყო საუბარი იმაზე, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემის აზრით, საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა ის, თუ რეალურად რა როგორ არის ამ ქვეყანაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)