|
2018-10-24 15:34:05, 1172 ნახვა
კომენტარი
ბესელია ივანიშვილზე: ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული და საჭირო გამოსვლა - მან აჩვენა რა არის დღეს რეალობა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო ძალიან გაბედული და მნიშვნელოვანი. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ივანიშვილმა ინტერვიუში სწორი აქცენტები გააკეთა. „ვფიქრობ, ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას დაანახა სიმართლე და სიცრუე, აჩვენა თეთრი და შავი, აჩვენა რა არის დღეს რეალობა. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად და გაბედულად მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა სჭირდება დღეს საზოგადოებას და როგორი არ უნდა იყოს დღეს მედია. საზოგადოებას სჭირდება ძლიერი მაკონტროლებელი. ეს სჭირდება ხელისუფლებასაც, თუმცა არავის სჭირდება სიცრუე და წარსულში არსებული ძალიან უმსგავსო მეთოდების გამოყენება, რაც დავასრულეთ 2012 წელს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)