08:49 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 13:42:45, 970 ნახვა

კომენტარი
სარალიძე ივანიშვილზე: გირგვილიანის საქმეზე პარალელების გავლებას, ჯობდა საერთოდ არ ელაპარაკა ჩემი შვილის საქმეზე

„მე გირგვლიანის საქმეს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ჩემი შვილის საქმეზე ასეთი რაღაცები არ უნდა ელაპარაკა“, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

სარალიძის განმარტებით, ჯობდა ივანიშვილს მკვლელობის საქმეზე კომენტარი საერთოდ არ გაეკეთებინა.

„თუ ვერ ერკვევა ამ საკითხში და ამ მკვლელობის საქმეში, საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა კომენტარი და აერიდებინა თავი, ეს ჯობდა ყველაფერს. მეორე რაც შეეხება, პარალელების გავლებას და უზნეო საქციელად რომ მოიხსენია, სამწუხაროდ, მე გირგვლიანის საქმეს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ჩემი შვილის საქმეზე ასეთი რაღაცები არ უნდა ელაპარაკა. იქიდან გამომდინარე, როდესაც ხალხს პირდაპირ ატყუებს და თავისი თანაგუნდელების აზრები გადმოაფრქვია, მე ვიბრძვი იმ მკვლელების დასასჯელად, რომლებიც გარეთ დადიან და არა იმისთვის, რომ სასამართლომ რამდენი პირი მოუმატოს იმ პირებს და რამდენი დააკლოს. თავიდან იყო ბატონი სუბელიანი ამ საქმეში ჩართული, ვის გამოც გაყალბდა და ვისი დაკვეთითაც გაყალბდა ეს საქმე თავიდან ბოლომდე. საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, რომ სახელმწიფო თავად ჩაერთო ამ გამყალბებლების გაპრავებასა და მკვლელების ხელის დაფარებაში. ხოლო,რაც შეეხება შოთაძეს, მან პირდაპირ აღიარა თავისი დანაშაული თავისი გადადგომით“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ინტერვიუ გუშინ სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მისცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics