20:24 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 13:37:42, 1037 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: ივანიშვილს მორალური კომპასი აქვს დაკარგული და ცხოვრობს პარალელურ რეალობაში

„ივანიშვილი აზროვნებს, როგორც მოძალადე, როგორც მაფიოზური ტიპის მართველი“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

მისი შეფასებით, ივანიშვილი პარალელურ რეალობაში ცხოვრობს და ქვეყანაში მთავარი პრობლემა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მიაჩნია.

„ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, ის რო მრავალჯერ მოძალადე ფარცხალაძე არაფერში დამნაშავე არ არის, ის რომ სუბელიანის მხრიდან საქციელი ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ზაზა სარალიძესთან არაფერი გასამართლებელი თავი სახელმწიფოს არ ააქვს. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ესე აზროვნებს. ის აზროვნებს, როგორც მოძალადე, ის აზროვნებს როგორც ესეთი მაფიოზური ტიპის მართველი და ვფიქრობ რომ საზოგადოებამ დაინახა რაოდენ სახიფათოა რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ძალაუფლება დარჩეს ამ ადამიანის ხელში. ადამიანის ხელში, რომელსაც უბრალოდ მორალური კომპასი აქვს დაკარგული და ცუდსა კარგს და ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს. მიაჩნია ნორმალურად მაგალითად, რომ მისი მთავრობის ხელისუფლების წევრები გასული ექვსი წლის მანძილზე ზღაპრულად გამდიდრდნენ. მიაჩნია, რომ მოქალაქეების ბრალია ის რომ სიღარიბეში ცხოვრობენ და არა სახელმწიფოსი ან მთავრობის, ანუ ეს ადამიანი ცხოვრობს პარალელურ რეალობაში, მიაჩნია რომ პრობლემა არის რომ „რუსთავი 2“ არ აშუქებს იმ პარალელურ რეალობას, რომელიც მას მიაჩნია სინამდვილედ“, - განაცხადს სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ინტერვიუ გუშინ სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მისცა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics