20:24 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 13:34:21, 945 ნახვა

კომენტარი
კახიძე: ივანიშვილი მართვის პროცესში ეყრდნობა ისეთ მომაფიოზო ელემენტს, როგორიც არის ფარცხალაძე

„ივანიშვილი არაფორმალურად მართავს მთავრობას და მართვის პროცესში ეყრდნობა ისეთ მოკრიმინალო, მომაფიოზო ელემეტებს, როგორიც არის ოთარ ფარცხალაძე“, - ასე გამოეხაურა  „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

კახიძის შეფასებით, ივანიშვილი საზოგადოებას თავხედურად უტევს.

„პირდაპირ უტიფრად თავხედურად საზოგადოებას ეუბნება, რომ როგორც მე ვიტყვი ისე იქნება. ხალხს ეუბნება რომ თქვენ არც ისე გიჭირთ, როგორც წუწუნებთ, ხალხს ეუბნება, რომ რეალურად ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა კი არ არის და მოსახლეობას კი არ უჭირს, არამედ ეს არის აღმშენებლობის პერიოდი, რასაც მისი მთავრობა ეწევა და ამიტომ კრინტი არავინ არ უნდა დაძრას. აი ეს არის ამ ადამიანის აბსოლუტურად თავხედური შეტევა საზოგადოებაზე. ამავე დროს კიდევ არაერთხელ დადასტურდა ის, რომ ივანიშვილი მართავს არაფორმალურად მთავრობას და პარლამენტს და თვითმმართველობას საბჭოთა მეთოდებით და ამავე დროს ამ მმართვის პროცესში ეყრდნობა ისეთ მოკრიმინალო მომაფიოზო ელემეტებს, როგორიც არის ოთარ ფარცხალაძე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ინტერვიუ გუშინ სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მისცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics