08:48 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 12:46:18, 973 ნახვა

კომენტარი
უსუფაშვილი ივანიშვილზე - ფარცხალაძის ადვოკატი, „რ2“-ის პროკურორი, სიტყვის ბანზე აგდების ოსტატი და არა ლიდერი

"შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. 

უსუფაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პრობლემებს ხედავს, თუმცა ვერ ხედავს გამოსავალს, ამიტომ "გამოსავლად მათი მიჩქმალვა" გადაწყვიტა. 

"ივანიშვილი პრობლემების მოგვარებას მათი მიჩქმალვით ცდილობს, რადგან სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს. გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, რუსთავი 2-ის პროკურორი, ჟურნალისტების მასწავლებელი, სიტყვის ბანზე აგდების ოსტატი, მაგრამ ვერ ვნახეთ დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელიც პოზიტიური ენერგიებით აავსებდა საზოგადოებას.  ჩვენ მოვისმინეთ დაპირება, რომ იგი ერთ წელიწადში შეძლებს იმის გაკეთებას, რაც ვერ შეძლო 7 წლის განმავლობაში - მმართველ პარტიად წოდებული „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო კონგლომერატი ოდნავ მაინც დამსგავსებოდა პოლიტიკურ ორგანიზაციას. მაგრამ რა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? რა გაუმჯობესდა ქვეყნის მმართველობაში უკვე განვლილი ნახევარი წლის განმავლობაში, რაც ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის მმართველობაში? არაფერი...გუშინ ისიც დავინახეთ, რომ ივანიშვილისთვის პრაგმატულ-პოლიტიკრად ნაცმოძრაობა-რუსთავი 2-ს გაცილებით დიდი ფასი და სარგებელი აქვს, ვიდრე საკუთარ სახელისუფლებო გუნდს და ტელევიზიებს...შექმნილ ვითარებაში გამოსავალი სხვებმა უნდა ვიპოვოთ და ხელისუფლება იძულება-დარწმუნებითი გზით უნდა დავითანხმოთ 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. ამისთვის კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევას", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics