|
2018-10-24 11:34:42, 1036 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან გულწრფელი და ამომწურავი
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს დადებითად აფასებს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ივანისვილმა საზოგადოებას ის რეალობა დაანახა, რაც ქვეყანაში დღეს არსებობს. “ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ამომწურავი, ძალიან გულწრფელი, შესაძლებლობის ფარგლებში, რამდენადაც ამის საშუალება მას ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა მისცა. მან შეძლო დაენახებინა საზოგადოებისთვის ის რეალობა, რაც დღეს არის, რომ ერთ მხარესაა ნაციონალური მოძრაობა თავისი მოდელირებული რეალობით და მეორე მხარეს გულწრფელი ძალა, გულწრფელი ლიდერით, რომელიც კარგად გრძნობს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას თავისი გამოწვევებით. მან ასევე ისაუბრა დემოკრატიულ საწყისებზე, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და რომ ეს ძალა მხარს უჭერს ევროპული ბეგრაუნდის და დასავლური ორიენტაციის ადამიანს, ძალიან ღირსეულ ადამიანს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება გააკეთებს 28 ოქტომბერს სწორ არჩევანს და ქვეყნის პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აირჩევს", - მამუკა მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)