|
2018-10-23 23:55:06, 1314 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: ზურაბიშვილი არის ტიპიური ევროპული ქალბატონი და გააკეთა ის, რაზეც უამრავი ქართველი ოცნებობს
„ტიპიური ევროპელი ქალბატონი (სალომე ზურაბიშვილი) ჩამოვიდა საქართველოში, გააკეთა ის რაზეც უამრავი ქართველი ოცნებობს, დაბრუნდა. ეს ქალბატონი არის ამის სიმბოლო“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობას“ არ აქვს უფლება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს მოღალატე უწოდოს. „ნაციონალური მოძრაობას“ყველაზე მაღლა აქვს ეს თემა აწეული და ცდილობენ დაადანაშაულონ ქალბატონი სალომე და მოღალატე ეძახონ მას, არაქართველიც ეძახონ. ქალბატონს, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, რომლის მამამ, ზურაბ ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი, იმიტომ რომ ქართული არ დაეტოვებინა ამ მამის გაზრდილ შვილს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ბევრი მაგათი მხარდამჭერილი, ეჭვს გამოთქვამს, რომ ის ქართველი არააო. ამ ქალბატონმა საფრანგეთში გაიკეთა კარიერა, ევროპაში. ტიპიური ევროპელი ქალბატონი ჩამოვიდა საქართველოში, გააკეთა ის რაზეც უამრავი ქართველი ოცნებობს, დაბრუნდა. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი, ეს ქალბატონი არის ამის სიმბოლო, თანაც ქალბატონი, თანაც ევროპელი, და შეგივძლია ავირჩიოთ პრეზიდენტად. შეხედეთ, როგორ იქცევა ეს ქალბატონი და როგორ იქცევა „ნამოძრაობა“. როგორ ბედავენ და ამბობენ, რომ ეს არის მოღალატე, როცა თვითონ ღალატი ჩაიდინეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)