|
2018-10-23 23:00:10, 1391 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: „რუსთავი 2“ რომ გამორთოთ, ქვეყნის აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს, ვერაფერს ნახავთ
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს აკრიტიკებს. ივანიშვილის შეფასებით, "რუსთავი 2" სიცრუის ტირაჟირებას ახდეს. "ნეგატივი საიდანაც მოდის უკვე მიგანიშნეთ. დღეს რომ გამორთოთ "რუსთავი 2", ქვეყნის აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს, ვერაფერს ნახავთ. ის რაც გადმოდის "რუსთავი 2"-დან 99% არის სიცრუე. ის, რომ პრობლემები შეიძლება იყოს მთავრობაში, შეიძლება იყოს ხელისუფლების სხვა შტოებში ეს ნორმალურია ყველა სახელმწიფოსთვის. შეიძლება გადაცდომაც მოხდეს, შეიძლება კორუფციაც იყოს, მაგრამ ამას უნდა არგუმენტები და უნდა საბუთები. რა თქმა უნდა ჟურნალისტები და მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული, იმისთვის რომ, ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე და არ მოხდეს დანაშაულის, კორუფციის ზრდა. ოღონდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს, რაც მასიურად ტირაჟირებადი ხდება "რუსთავი 2"-ს მხრიდან. ტელევიზიაში განსხვავებული აზრი არ არის. ამდენი ჩანაწერები გამოიტანეს, მაგრამ განსხვავებული აზრი ამ ტელევიაზიაში დახურულია. თუ რამე კეთდებოდა და კეთდება ეკნომიკური თვალსაზრისით რეგიონში ვართ ლიდერები. წინა ხელისუფლებასთან სამწუხაროდ დღესაც გვიწევს პარალელების გავლება. მინიმუმ 2-ჯერ არის გაზრდილი ეკონომიკაში ნებისმიერი მიმართულება. საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ ქვეყანა აღმავლობის პროცესშია. დავით აღმაშენებელსაც ედრებოდა მათი ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან. 2-ჯერ მეტს ვაშენებთ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" აშენებდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)