21:09 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 16:56:19, 1546 ნახვა

ეკონომიკა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთში ახალი ხორცის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ჯეონატურალსი“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. საწარმოში, ჯამურად, 380,660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 190,300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 152,300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია. 

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან და რეგიონალური მართვის საკითხებში პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბართან ერთად გახსნა. საწარმოში, წელიწადში 100 ტონაზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხორცის კონსერვების წარმოება იგეგმება. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავალოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 20 ადამიანია დასაქმებული. საწარმო პროდუქციის 4 სხვადასხვა სახეობის კონსერვს უშვებს „სადილის“ ბრენდის სახელით. კომპანიაში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22 000 დაინერგა. 

სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 173 ახალი საწარმო დაფინანსდა. აქედან, კახეთის რეგიონში 57 ახალი საწარმო შეიქმნა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics