|
2018-08-29 17:53:28, 1606 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი: მიმდინარე წელს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც დაიფარება ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის, არხოტის, პირიქითა ხევსურეთის, არდოტის და გუდამაყრის ხეობები. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ამოქმედებით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი მრავალი ელექტრონული მომსახურებებით, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე. მსგავსი პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, 2017 წელს დასრულდა თუშეთში, დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. „ეს გახლავთ სათემო კავშირების და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ნაწილში მიმდინარე პროექტი, რომელიც შეეხება იმ ტერიტორიულ ერთეულებს, სადაც თითოეულ დასახლებულ პუნქტში მოსახლეობა 200 ადამიანზე ნაკლებია. როგორც იცით, აქ ჩვენ შარშან გვქონდა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი თუშეთის ინტერნეტიზაციის მიმართულებით, რომელშიც 24 სოფელი იქნა ჩართული და ძალიან ბევრმა მცირე ტიპის სასტუმრომ ისარგებლა - პროექტის ფარგლებში მოხდა როგორც ინტერნეტის მიყვანა, ასევე ჩვენი, კერძოდ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხრიდან, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში მოხდა მათი ვაუჩერიზაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, რაც ითვალისწინებდა მათ საერთაშორისო სისტემებში ჩართვას. ჩვენ შარშანაც გვყავდა ინტერნეტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ISOC და მასთან წელსაც გავაფორმებთ მემორანდუმს ფშავ-ხევსურეთის მიმართულებით - დაწყებულია მოლაპარაკებები და ვვარაუდობთ, რომ ამ ნაწილს მომავალ კვირას უკვე დავასრულებთ. თანხობრივად, ეს არ არის დიდი მოცულობის პროექტები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეფექტი, რომელიც მათ აქვთ" - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე - პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავის და გუდამაყრის ხეობები. ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება: 67 სოფელი; 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 3 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე). პროექტის ბენეფიციარი იქნება ააიპ „მთის სათემო ქსელი", რომელიც ოპერირებს ამ რეგიონებში და პასუხისმგებელი იქნება ქსელის ტექნიკურ გამართულობაზე, ვინაიდან „მთის სათემო ქსელი" დაკომპლექტებულია რეგიონის მოსახლეობისგან, მათ 3 წლის განმავლობაში უფასო ტრეინინგს ჩაუტარებს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია და ISOC Georgia. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელდება მოსახლეობის ელექტრონული კომერციის დარგში ტრენინგების ორგანიზება; ინტერნეტ მომსახურების ინსტალაციისთვის ვაუჩერიზაცია მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციებისთვის და ბოლო მომხმარებელბისთვის.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)