13:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 14:44:29, 1570 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება ნიშნავს მეტ ინვესტიციას და ნდობას საქართველოს მიმართ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუალედური მისიის წევრებმა შემაჯამებელი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან გამართეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელის მიერ პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრები.აღინიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული ვითარებისა, ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობის მაღალი ხარისხი და ქვეყნის როგორც მონეტარული, ისე ფისკალური პოლიტიკა ეფექტურად პასუხობს საგარეო რისკებს. გამომდინარე აქედან, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ  საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5.5 პროცენტამდე აწია.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმღვანელმა აღნიშნა, რომ  ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება, შემცირდეს საგარეო რისკების ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, გაიზარდოს სახელმწიფო ინვესტიციები, უფრო მეტად გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო, მმართველობისა და განათლების ხარისხი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სამუშაო ვიზიტით 27 აგვისტომდე სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში, მისიის წევრები შეხვდნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის და პარლამენტის წევრებს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისია საქართველოს ოქტომბერში ესტუმრება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics