20:22 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 16:51:13, 2164 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზისა“ და ,,დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორები „მრგვალი მაგიდის“ მუშაობას გაეცნენ

გერმანიის ფედერალური კანცლერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართული და გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული „მრგვალი მაგიდის“ მუშაობას „საქართველოს რკინიგზისა“ და ,,დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორები, დავით ფერაძე და რიჩარდ ლუცი  დაესწრნენ.

შეხვედრაზე, გერმანულ კომპანიებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნეს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, საქართველოს რკინიგზა და ევროპის ყველაზე მსხვილ სატრანსპორტო კომპანია „დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ. კომპანიებს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას, მათ შორის, ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად.  პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რესურსების გაცვლას ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და დასაქმებულების კუთხით.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics