|
2018-08-24 11:33:15, 1964 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის
გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით ხულოს, ქედის და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე, მიმდინარეობს „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის" პროექტი, რომელის მთლიანი დაფინანსება შეადგენს 119 მილიონ ევროს სესხის და 37 მილიონ ევროს გრანტის სახით. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, შეიქმნება მიმზიდველი პირობები რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე, ხელი შეეწყობა საშუალო და მცირე ბიზნესს, რაც საწინდარია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)