|
2018-08-24 02:16:07, 2098 ნახვა
ეკონომიკა
გერმანული "KfW" მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას დააფინანსებს
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 24 აგვისტოს გაფორმდება ხელშეკრულება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე". ხელმოწერა სასტუმროში „თბილისი მარიოტში" გაიმართება, სადაც ასევე ჩატარდება მრგვალი მაგიდა ქართველი და გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით. ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდებასაქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრისპერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს და პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)