21:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 20:20:23, 1555 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე გერმანის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკისსამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს ტომას ბარაიბის შეხვდა. მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობნენმსხვილი გერმანული კომპანიების (Knauf Gips KG; Ernst Klett AG; Deutsche Bahn AG; Caisley International GmbH; GP Günter Papenburg AG; Cronimet Holding AG / Cronimet Mining AG; Giesecke & Devrient) ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა, შესაბამისად, ქართული მხარე მიესალმება ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა, საქართველოში სექტორი არ არსებობს, სადაც გერმანული ინვესტიცია არ არის განხორციელებული, რაც ძალიან მისასალმებელია. მან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლები მიმდინარე წლის ოქტომბერში გერმანიაში დაგეგმილ როუდ-შოუზე მიიწვია, რომლის მიზანია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გერმანული ბიზნესისთვის გაცნობა. 

თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოში 250-ზე მეტი გერმანული კომპანია საქმიანობს, რომლებიც ადგილობრივ ბიზნეს გარემოს დადებითად აფასებენ. მისი თქმით, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები მრავალმხრივია და მიმართულია გრძელვადიან თანამშრომლობაზე.

გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან ფარგლებში, საქართველოს მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ, რომლებიც ხვალ, 24 აგვისტოს საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

 

 (NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics