21:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 16:06:24, 1473 ნახვა

ეკონომიკა
ჩერქეზიშვილი: ანგელა მერკელის ვიზიტი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, გარდა იმ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა, რომელიც გერმანიის კანცლერის ვიზიტს ახლავს თან, ის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

როგორც ჩერქეზიშვილმა აღნიშნა,  კანცლერთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ საკმაოდ მსხვილი ბიზნესკომპანიები, რომლებთანაც შედგება შეხვედრები და მათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია.

სამინსიტროს ცნობით, გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 23-24 აგვისტოს თბილისში მრგვალი მაგიდის ფორმატში ქართულ-გერმანული ბიზნესშეხვედრები გაიმართება. ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს გერმანული ბიზნესექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზასა და „დოიჩე ბან“-ს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზე. „მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დღევანდელი პრემიერის, საქართველოს რკინიგზის დირექტორის პოზიციაზე ყოფნის დროს იყო დაწყებული და უფრო მჭიდრო ეტაპზე გადადის. „დოიჩე ბან“-ის წარმომადგენლები ჩამოდიან ამ ვიზიტის ფარგლებში და ხვალ ჩვენ და საქართველოს რკინიგზას მათთან შეხვედრა გვექნება“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება KFW-სა და საქართველოს ნავტობისა და გაზის კორპორაციას შორის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ეს  პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია  საქართველოსთვის როგორც წმინდა ეკონომიკური, ისე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

როგორც გიორგი ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მისი ინფორმაციით, ქართული ექსპორტი ევროკავშირში, გასული 7 თვის განმავლობაში 20%-ზე მეტით იქნა გაზრდილი, მათ შორის გერმანიაში ქართული ექსპორტის ზრდის წილი 36%-მდეა. „მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დივერსიფიცირებული და საკმაოდ ფართო პროდუქციაა. ამ ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანაა რეფორმების  და საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაცნობთ და გვექნება საუბარი ამ კომპანიებთან ამ ვიზიტის განმავლობაში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics