|
2018-06-19 21:15:03, 1349 ნახვა
სამართალი
ზვიად დევდარიანი ადასტურებს, რომ სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი ადასტურებს, რომ პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მისი სარჩელი სამართლომ წარმოებაში არ მიიღო. დევდარიანს სარჩელი „ტაბულა“ დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის, ბაია პატარაიას, იდა ბახტურიძის, ნინო დანელიას, ეკა ონიანის, თამარ კაკაბაძის, თამარ ყურაშვილის და იმ 4 ქალის წინააღმდეგ ჰქონდა შეტანილი, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. „ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 19 ივნისს, გვეცნობა, რომ ზვიად დევდარიანის სარჩელი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თამარ ჩერგოლეიშვილის და სხვების მიმართ, სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში. შესაბამისი განჩინებით გაგვემარტა, თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები უნდა დაზუსტდეს იმისთვის, რომ სარჩელი წარმოებაში იქნას მიღებული. ამაში უცნაური არაფერია, მით უფრო პრეცედენტულ საქმეში, რადგან ნებისმიერი სარჩელი შეიძლება მოითხოვდეს დაზუსტებას და ეს წმინდა პროცედურული საკითხია - სარჩელი შესაბამისობაში მოვა განჩინებაში მოყვანილ მითითებებთან და იქნება მიღებული წარმოებაში. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი უფრო ადრე გახდა ცნობილი სავარაუდო მოპასუხეებისთვის (წინა დღით), ვიდრე მოსარჩელისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მხრიდან უკანონოდ იქნა მიწოდებული ინფორმაცია გარკვეული პირებისთვის. შემდგომში მსგავსი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ინფორმაციის გაცემისას და იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ სასამართლო დაინტერესებულია საქმის შედეგით და რაც მის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს წარმოშობს. იმედს ვიტოვებთ, სასამართლო გაითვალისწინებს უკვე მომხდარ გადაცდომას და მომავალში არ დაუშვებს მსგავს ფაქტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)