10:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 16:26:51, 752 ნახვა

სამართალი
პენიტენციურ სისტემაში ვიდეო სასამართლო სისტემა იგეგმება

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ვიდეო სასამართლო სისტემა ინერგება, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესის წარმართვას ე.წ. ვიდეო კონფერენციის საშუალებით ითვალისწინებს,  ისე რომ, მსჯავრდებულის/ბრალდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გასვლა საჭირო არ იქნება.

აღნიშნული სიახლის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ამისთვის შესაბამისი აღჭურვილობით დარბაზი უკვე მოწყობილია.

როგორც მინისტრმა კომიტეტების სხდომაზე განმარტა, გაზრდილია, როგორც სასამართლოში გამსვლელ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გამსვლელ პატიმართა რაოდენობა, თუმცა არ გაზრდილა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, რაც გარკვეულ პრობლემას ქმნის და სასჯელაღსრულების სისტემას ხშირად არჩევანის წინაშე აყენებს.

„ჩვენ მივეცით საშუალება მსჯავრდებულებს, გაასაჩივრონ დირექტორის ან რომელიმე თანამდებობის პირის გადაწყვეტილებები, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმა,თუ დასჯა, რომელიც კანონით არის დადგენილი, შესაძლებელია, გასაჩივრდეს. ამან განაპირობა სასამართლო პროცესების რაოდენობის ზრდა, მაგრამ ამავდროულად, ბადრაგირებისსამსახურის რაოდენობა არ გაზრდილა. შესაბამისად, დავდექით რთული ამოცანის წინაშე, რადგან ასევე გაიზარდა სამოქალაქო კლინიკებში ბრალდებულების და მსჯავრდებულებისგადაყვანა, რაც ასევე ბადრაგირებას მოითხოვს. უკვე ძალიან დიდია სასამართლოში გამსვლელ პატიმართა რაოდენობაც.

შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით, ჩვენ უკვე ვნერგავთ ვიდეო სასამართლო სისტემას. რამდენიმე დაწესებულება უკვე აღვჭურვეთ, რომელშიც დარბაზია გაკეთებული ციხეში. მხოლოდ ადმინისტრაციულ საქმეებზე იქნება შესაძლებელი ვიდეო კონფერენციით სასამართლო პროცესის ჩატარება“ , – განმარტა კახა კახიშვილმა.

მისი თქმით, ამით მნიშვნელოვნად დაიზოგება რესურსი და  სისტემა არ დადგება არჩევანის წინაშე – პატიმარი სასამართლოზე გაიყვანოს თუ კლინიკაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics