|
2018-06-13 21:27:38, 1108 ნახვა
სამართალი
სარალიძე: კვირიკაშვილის გადადგომა არ მომითხოვია, მე მოვითხოვე გახარიას და წულუკიანის გადადგომა
„მე გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მომითხოვია. მე მოვითხოვე გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის გადადგომა, რომლებიც პირდაპირ შემხებლობაში არიან ამ საქმესთან“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პრემიერის გადადგომასთან დაკავშრებით „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, როდესაც კვირიკაშვილს შეხვდა, დარწმუნდა, რომ მან საქმის შესახებ არ იცოდა და არაფერს მალავდა. „რაც შეეხება ბატონ გიორგი კვირიკაშილს, მე როდესაც შევხვდი, კი მართალია, ერთი მომენტი მოვითხოვე კვირიკაშვილის და მთავრობის გადადგომა, მაგრამ როდესაც კვირიკაშვილს შევხვდი მე ვერ დავინახე ის, რომ მან იცოდა ამ საქმის შესახებ რამე და დამალა. ვინც დამალა, ვითხოვ კონკრეტულად იმ პიროვნების გადადგომას. რატომ იკავებენ ჯერჯერობით თავს ძალიან მიკვირს“, - განაცხადა სარალიძემ. რაც შეეხება წამყვანის შეკითხვას, კვირიკაშილის გადადგომის შემდეგ, ვინ რჩება მთავრობაში, ვისი იმედიც მას აქვს, სარალიძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც საქმეზე ხშირი კონტაქტი აქვს სახალხო დამცველია. „ერთადერთი ადამიანი ამ წუთში ქალბატონი ნინო ლომჯარიაა, რომელთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს და ერთობლივად ვაკონტროლებთ ამ გამოძიების პროცესს. ამ ეტაპზე არც ერთ საგამოძიებო უწყებაში წინ გადადგმულ რადიკალურ ნაბიჯს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)