08:49 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 12:16:30, 752 ნახვა

სამართალი
მოსაშვილის ქუჩაზე კრიმინალისტებმა იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ამოიღეს

მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ადგილზე სამართალდამცველებმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ამოიღეს,  ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ი. მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ქუჩაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრი დაიცვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან  გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველთა გამოკითხვა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics