08:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 14:56:57, 1944 ნახვა

საზოგადოება
გამარტივებული საქმისწარმოებით 6 თვის განმავლობაში 14 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2017 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს.

2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 14 355 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 656 აპლიკანტს უარი ეთქვა წარმოებაზე.

გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერებმა 2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით წარმოებაში მიიღეს 14 866 აპლიკაცია, ხოლო 6 თვის განმავლობაში დაასრულეს 10 293;

6 თვის განმავლობაში დასრულებული საქმეებიდან ნებაყოფლობით გადახდის ვადაში გადახდა განხორციელდა 116 საქმეზე, ხოლო მორიგებით დასრულდა - 1340 საქმე.

აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics