|
2026-11-03 20:25:59, 306 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში, ევროკომისია წარადგენს ,2026 წლის გაფართოების პაკეტს- პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს
4 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკომისია წარადგენს ,,2026 წლის გაფართოების პაკეტს". პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს, რომლებშიც ასახულია კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების – მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, თურქეთი და საქართველო – წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი. 2026 წლის პაკეტის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა კონკრეტული სამოქმედო გეგმებისა და საორიენტაციო ვადების შეთავაზება გაფართოების პროცესში წინ მყოფი ოთხი ქვეყნისთვის – მონტენეგროსთვის, ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის. ევროკომისია სთავაზობს კანდიდატ ქვეყნებს უფრო მჭიდრო სექტორულ ინტეგრაციას (მაგალითად, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სფეროებში) სრულუფლებიან გაწევრიანებამდე. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ფინანსური დახმარება და პოლიტიკური წინსვლა პირდაპირ კავშირშია კანონის უზენაესობის, სასამართლო რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის (23-ე და 24-ე თავები) რეალურ შესრულებასთან. აქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ოფიციალური პირების გზავნილები საკმაოდ კრიტიკულია. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, პაკეტის წარდგენის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზეა“. ქვეყანაში ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ამ ეტაპზე დე-ფაქტო შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ფორმალურად ინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს, ევროკომისია მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას მანამ ვერ გასცემს, სანამ ძირითადი დემოკრატიული მოთხოვნები და რეფორმები არ შესრულდება. პაკეტის ოფიციალურად გამოქვეყნების პარალელურად, თბილისში საქართველოში ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენციაც გაიმართება, სადაც დეტალურად იქნება განხილული ანგარიშის შინაარსი და კონკრეტული რეკომენდაციები.
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)