|
2026-11-03 20:02:14, 382 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს
თბილისის მერი კახა კალაძე პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია. დედაქალაქის მერის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია წლებია მიმდინარეობს. „ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ უკვე წლებია მიმდინარეობს მსგავსი ტიპის ბინძური კამპანიები, მიმდინარეობს ძალიან ბევრი ცილისწამება. ჯერ კიდევ 2011 წლიდან, სანამ 2012 წელს არჩევნებს მოვიგებდით, ამ ოჯახის წინააღმდეგ ყველაფერი იკადრეს, თუ რაიმე შეიძლებოდა. დღესაც გრძელდება ცილისწამება და სიბინძურე. მივესალმები, რა თქმა უნდა, იმ ფაქტს, რომ ადვოკატმა შეიტანა სარჩელი, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს. ეს არ არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ადამიანზე საუბრობ და ამბობ კონკრეტულ რაღაცებს, ამის მტკიცებულებაც უნდა გქონდეს. ჩვენთან მიჩვეულები არიან ტელევიზიები, რომ ყოველგვარი არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს რაღაცებს აბრალებენ, შემდეგ კი შენ უნდა გამოხვიდე და ამტკიცო, რომ მართალი ხარ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება დაუშვებელია და საზოგადოებამ საკუთარი სიმართლე სასამართლოში უნდა დაიცვას. „ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მეც მქონდა შემთხვევა, მაგალითად, ტელეკომპანია “პირველს” როდესაც მოვუგე სასამართლოში და მგონია, რომ ყველამ იგივე უნდა გააკეთოს. როდესაც ადამიანების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რა თქმა უნდა, უნდა მიმართონ სასამართლოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)