|
2017-05-13 15:25:08, 1814 ნახვა
პოლიტიკა
მცხეთაში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად მცხეთაში მიმდინარეობს. განხილვას დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ესწრება. კონსტიტუციური ცვლილებები საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს და მათ შორის ფუნდამენტურ პრინციპებს. კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციაში არის უამრავი ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რედაქციული უზუსტობანი და ყოველივე ამის გათვალისწინებით შემუშავდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელმაც უნდა გაუძლოს დროს და წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამასთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა და ფაქტობრივად თავიდან დაიწერა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტიც. მანვე საზოგადოებას გააცნო კონსტიტუციის პროექტში დამატებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. კერძოდ, კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში არის დამატება, სადაც პირდაპირ, ერთგვარი დავალების სახით გაწერილია, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროკავშირსა და ნატოში. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მეთაური, არის უმაღლესი მთავარსარდალი და იგი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. მისივე განმარტებით, ეს არის პრეზიდენტის სტატუსის სამი ძირითადი ნიშანი და ეს სამივე ძალაში რჩება. მან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესიც განმარტა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საპარლამენტო სისტემის ქვეყნებში პრეზიდენტის არჩევა სწორედ არაპირდაპირი წესით ხდება. მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკული პრობლემა ისაა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას. იმ სისტემაში, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, პრეზიდენტმა უნდა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და იგი რომელიმე პარტიასთან ასოცირდება არჩევნებზე, კონსტიტუციის ახალი მოდელით კი პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს. საერთაშორისო ევროპული პრაქტიკაც, კობახიძის თქმით, საპარლამენტო მმართველობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება, არამედ მინიმალური ცვლილება შეეხება კომპეტენციებს - ესაა ეროვნული უშიშროების საბჭო (იგი უქმდება) და უზენაესი სასამართლოს წევრის წარდგენა. ეს ცვლილებები, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაიდო.
კალაძე: „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს
ბრიუსელში, ევროკომისია წარადგენს ,2026 წლის გაფართოების პაკეტს- პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს
კახა კალაძე - რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ
კალაძე: ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)