20:34 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 20:33:37, 2027 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: პარლამენტში მანდატების უსამართლო გადანაწილება გამოირიცხება

"პარლამენტში მანდატების უსამართლო გადანაწილება აუცილებლად გამოირიცხება",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში, კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა. 

მედიასთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი განხილვა ტრადიციულად აქტიური იყო და მოსახლეობა სხვადასხვა აქტუალური საკითხით დაინტერესდა.

„იყო საინტერესო შეკითხვები მათ შორის, კრიტიკული შეკითხვები და ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ. ყველაზე აქტუალური საკითხებია საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო არჩევნები, ბონუსთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ უკვე გავაჟღერეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გამოირიცხება ყოველგვარი უსამართლო გადანაწილება მანდატებისა პარლამენტში. შესაბამისად, რაც შეეხება ბონუსს, ბონუსი შეიძლება დარჩეს ძალაში, თუმცა, შეგვიძლია, ჩავდოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს ჭარბი უპირატესობის მინიჭებას გამარჯვებული პარტიისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამ კუთხით შეიძლება დაემატოს კონკრეტული ჩანაწერები კონსტიტუციის ახალ რედაქციას, სხვა მიმართულებით, შეიძლება, იყო არაერთი კითხვა დასმული სხვადასხვა მუხლთან დაკავშირებით, დაწყებული 94-ე მუხლი, რომელთან დაკავშირებითაც მთელი კამპანია წარიმართება. მოკლედ, გვექნება სიღრმისეული მსჯელობა უკვე საპარლამენტო ფორმატში, მას შემდეგ, რაც დასრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს
ბრიუსელში, ევროკომისია წარადგენს ,2026 წლის გაფართოების პაკეტს- პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს
კახა კალაძე - რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ
კალაძე: ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics